среда, 9 сентября 2015 г.

ტრენინგის მესამე დღე

1. გამეორება
2. პროექტის გეგმაზე მუშაობა
ა) სტანდარტის დადგენა
ბ) მიზნის განსაზღვრა
გ) მიმართულების მიმცემი კითხვები

   დღევანდელი ტრენინგით ძალიან კმაყოფილი ვარ , გავიმეორეთ წინა დღით მიღებული ცოდნა,  ვისწავლეთ პროექტის გეგმაზე მუშაობა, გამოვავლინეთ სტანდარტით განსაზღვრული შედეგები. ეროვნული სასწავლო გეგმის გათვალისწინებით შევიმუშავეთ ჩვენი პროექტიდან გამომდინარე სტანდარტები და ინდიკატორები,  განვსაზღვრეთ მიზანი, გამოვიყენეთ ბლუმის ტაქსონომია და 21- საუკუნის უნარ ჩვევები. სტანდარტების და მიზნების თვალსაჩინოება დაეხმარება მოსწავლეებს რომ გავიდნენ ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ შედეგზე.

воскресенье, 6 сентября 2015 г.

ტრენინგის მეორე დღე

1. საშინაო დავალება-პროექტების მიმოხილვა
2. წინა დღის მასალის გამეორება
3. Word-ის ინსტრუმენტების გამეორება
4. ბუკლეტების დამზადება        

   მიმოვიხილეთ და გავიმეორეთ წინა გაკვეთილზე ნასწავლი მასალა, ვისწავლეთ ბუკლეტის შექმნა, რაც დაგვეხმარება პროექტის რეკლამისათვის, სადაც თვალნათლივ ჩანს ჩვენი პროექტის მიზანი და თუ რა სარგებლობის მოტანა შეუძლია პროექტს მოსწავლეებისათვის, დღევანდელი გაკვეთილი საკმაოდ ნაყოფიერი და საინტერესო იყო, მირებულ ცოდნას აუცილებლად გამოვიყენებ ბავშვებთან მუშაობაში, რომ უფრო მეტად მოტივირებულნი იყვნენ.                             

суббота, 5 сентября 2015 г.

ტრენინგის პირველი დღე

                                ინტელის სასწავლო კურსის გაცნობა
1. გაცნობა
2. ინტელის ძირითადი კურსის გაცნობა
3. გზამკვლევის გაცნობა
4. პორტფოლიოს საქაღალდის შექმნა
5. კურსის რესურსების გაცნობა-შენახვა
6. პროექტების განხილვა
7. ბლოგის შექმნა                            
                   
     გავეცანით ინტელის ძირითად კურსს, შევქმენით პორთფოლიოს საქაღალდეები, გავეცანით კურსის რესურსებს, განვიხილეთ პროექტები, რომელიც დამეხმარება სასწავლო სტანდარტის მიღწევაში და 21-საუკუნის უნარ-ჩვევების განვითარებაში. ვისწავლეთ ბლოგების შექმნა.