среда, 30 сентября 2015 г.

ტრენინგის მეცხრე დღე

1. გამეორება
2. პროექტების პრეზენტაცია
3. მუშაობა ბლოგში-გვერდები, HTML გაჯეტი
4. ტრენინგის შეჯამება

     როგორც ყოველთვის ტრენინგი დავიწყეთ განვლილი მასალის გამეორებით, ჩვენს პორტფოლიოზე  განვათავსეთ ჩვენი გაკვეთილის პროექტი, ფოტო-მასალა, პრეზენტაციები და მოსწავლის ნიმუშები.
    ეს დღე მნიშვნელოვანი იყო იმითაც, რომ ტრენინგში მონაწილე ყველა მასწავლებელმა წარმოადგინა თავისი პროექტის პრეზენტაცია, გავითვალისწინეთ ერთმანეთის რჩევები, გამოვთქვით ჩვენი ვარაუდები.  ეს ტრენინგი ჩემთვის ბევრის მომცემი გამოდგა, რადგან ძირფესვიანად გავეცანი ინტელის ძირითად  სასწავლო კურსს, რაც დამეხმარება მომავალი პროექტების დაგეგმვაში.

воскресенье, 27 сентября 2015 г.

ტრენინგის მერვე დღე

1 .გამეორება
2. ფასილიტაციის რესურსის შექმნა
3. პროექტის პორტფოპიოს გადახედვა
4. ბლოგზე ატვირთვა-გაჯეტი, სიის გაჯეტი, Link-list
     როგორც ყოველთვის ტრენინგის დაწყებამდე გავიმეორეთ წინა ტრენინგზე ნასწავლი მასალა. გავაკეთეთ აქტივობა მოსწავლეთა ჩართულობისა და მაღალი სააზროვნო უნარების წახალისებისათვის, ვისწავლეთ ფასილიტაციის რესურსების შექმნა მოსწავლეთათვის, რაც დაგვეხმარება წარმატებული სასწავლო პროექტის დაგეგმვაში, ავტვირთეთ საქაღალდე Drive-ში და  მივაბით ჩვენს ბლოგს.

суббота, 26 сентября 2015 г.

ტრენინგის მეშვიდე დღე

   1.გამეორება
   2.ყველა მოსწავლის საჭიროების გათვალისწინება
   3.პროექტის გეგმაზე მუშაობა

      მოვახდინეთ წინა დღის შესწავლილი მასალის გამეორება, გავითვალისწინე კლასში მოსწავლეთა შესაძლებლობები, აკადემიურად სუსტ მოსწავლეებს მოვეცი მათი შესაძლებლობიდან გამომდინარე დავალებები პროექტზე სამუშაოდ, ხოლო მაღალი აკადემიური წარმატების მქონე მოსწავლეებთან მაქსიმალურად გამოვიყენე მათი შესაძლებლობები, ამის შემდეგ დავიწყე ჩემს პროექტზე ,,შექსპირი და მუსიკა“, , სადაც დაწვრილებით ავღწერე პროექტის მიმდინარეობა.

воскресенье, 13 сентября 2015 г.

ტრენინგის მეექვსე დღე

1. გამეორება
2. მოსწავლის პრეზენტაცია
3. მოსწავლეთა პროექტების შეფასება-რუბრიკები
4. პროექტის გეგმების გადახედვა და საკუთარი პროექტის გეგმის შემუშავება

   ტრენინგის მეექვსე დღე შესწავლილი მასალის გამეორებით დავიწყეთ.შევქმენით მოსწავლის ნიმუშების პრეზენტაცია. განვიხილეთ მოსწავლეთა პროექტების შეფასება-რუბრიკები, ვისწავლე როგორ დაურთოთ კომენტარი კოლეგის ბლოგს. დღევანდელი ტრენინგი ძალიან მნიშვნელოვანი და საინტერესო სიახლეებით იყო დატვირთული.

суббота, 12 сентября 2015 г.

ტრენინგის მეხუთე დღე

1. გამეორება
2. საავტორო უფლებები და გამოყენებული ლიტერატურის შაბლონები
3. ურთიერთშეფასება-კომენტარები ბლოგზე
4. მუშაობა ბლოგში-გაჯეტები, მოსწავლის ბლოგის შექმნა

   როგორც ყოველთვის დღევანდელი დღეც წინა  ტრენინგის გამეორებით დავიწყეთ და ჩემთვის ახალ საინტერესო თემაზე გადავედით,  წყაროს ციტირება. ვისწავლეთ ბლოგში კომენტარების დაწერა, შევქმენით მოსწავლისათვის ახალი ბლოგი, მივაწოდეთ ინფორმაცია პროექტთან დაკავშირებით, ჩავსვით სურათები, შემდეგ განვიხილეთ გაჯეტები, რომლებიც ჩვენთვისაა საჭირო და აუცილებელი, სურათების ჩასმა. ვისწავლეთ, რომ გამოკითხვის გაჯეტი მნიშვნელოვანია პროექტში კვლევა ძიებისათვის.

четверг, 10 сентября 2015 г.

ტრენინგის მეოთხე დღე

1.გამეორება
2. შეფასების სხვადასხვა მეთოდების გაცნობა
3. დროში გაწერილი შეფასების გეგმა
4. პროექტის პორტფოლიოს პრეზენტაცია

   გავიმეორეთ წინა ტრენინგზე ნასწავლი მასალა და გადავედით ჩვენთვის ყველაზე საჭირო მოდულზე. გავეცანით შეფასების სხავადასხვა მეთოდებს, დროში გავწერეთ შეფასების გეგმა, დავადგინეთ მოსწავლეების საჭიროება.გავაკეთეთ პროექტის პორთფოლიოს პრეზენტაცია , ვიმუშავეთ ბლოგში, ჩავსვით სურათები, ჩავსვით ასევე ფონები, ვისწავლეთ ბლოგში ჩასმა -აღდგენა, სურათების შეცვლა , ბლოგის წაშლა , ბლოგზე დაბრუნება. მე ვფიქრობ რომ ყოველი ტრენინგი ძალიან საჭირო და საინტერესოა ჩემთვის.

среда, 9 сентября 2015 г.

ტრენინგის მესამე დღე

1. გამეორება
2. პროექტის გეგმაზე მუშაობა
ა) სტანდარტის დადგენა
ბ) მიზნის განსაზღვრა
გ) მიმართულების მიმცემი კითხვები

   დღევანდელი ტრენინგით ძალიან კმაყოფილი ვარ , გავიმეორეთ წინა დღით მიღებული ცოდნა,  ვისწავლეთ პროექტის გეგმაზე მუშაობა, გამოვავლინეთ სტანდარტით განსაზღვრული შედეგები. ეროვნული სასწავლო გეგმის გათვალისწინებით შევიმუშავეთ ჩვენი პროექტიდან გამომდინარე სტანდარტები და ინდიკატორები,  განვსაზღვრეთ მიზანი, გამოვიყენეთ ბლუმის ტაქსონომია და 21- საუკუნის უნარ ჩვევები. სტანდარტების და მიზნების თვალსაჩინოება დაეხმარება მოსწავლეებს რომ გავიდნენ ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ შედეგზე.

воскресенье, 6 сентября 2015 г.

ტრენინგის მეორე დღე

1. საშინაო დავალება-პროექტების მიმოხილვა
2. წინა დღის მასალის გამეორება
3. Word-ის ინსტრუმენტების გამეორება
4. ბუკლეტების დამზადება        

   მიმოვიხილეთ და გავიმეორეთ წინა გაკვეთილზე ნასწავლი მასალა, ვისწავლეთ ბუკლეტის შექმნა, რაც დაგვეხმარება პროექტის რეკლამისათვის, სადაც თვალნათლივ ჩანს ჩვენი პროექტის მიზანი და თუ რა სარგებლობის მოტანა შეუძლია პროექტს მოსწავლეებისათვის, დღევანდელი გაკვეთილი საკმაოდ ნაყოფიერი და საინტერესო იყო, მირებულ ცოდნას აუცილებლად გამოვიყენებ ბავშვებთან მუშაობაში, რომ უფრო მეტად მოტივირებულნი იყვნენ.                             

суббота, 5 сентября 2015 г.

ტრენინგის პირველი დღე

                                ინტელის სასწავლო კურსის გაცნობა
1. გაცნობა
2. ინტელის ძირითადი კურსის გაცნობა
3. გზამკვლევის გაცნობა
4. პორტფოლიოს საქაღალდის შექმნა
5. კურსის რესურსების გაცნობა-შენახვა
6. პროექტების განხილვა
7. ბლოგის შექმნა                            
                   
     გავეცანით ინტელის ძირითად კურსს, შევქმენით პორთფოლიოს საქაღალდეები, გავეცანით კურსის რესურსებს, განვიხილეთ პროექტები, რომელიც დამეხმარება სასწავლო სტანდარტის მიღწევაში და 21-საუკუნის უნარ-ჩვევების განვითარებაში. ვისწავლეთ ბლოგების შექმნა.